ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.
ლიეტუვა მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.
,,იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში”, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.