კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, ადგილზე დაიღუპა. მისი 7 წლის შვილი და მეუღლე მძიმედ დაშავდნენ.
წყარო: ”პრაიმტაიმი”.