თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას.
ყოფილი პრეზიდენტი საქმის განხილვას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრება. როგორც ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ გადაიდება.