საქართველოში ახალი პროექტის დანერგვა იწყება. მედიკამენტთა ფალსიფიცირების რისკის შემცირებისათვის, წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იხსნება.
2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან GMP და GDP სტანდარტები. ამ სტანდარტების სერთიფიკატებისთვის 15-მა დაწესებულებამ განაცხადი უკვე გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად ლაბორატორიისთვის საჭირო შენობის მოწყობა და აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. პროექტი 2022 წლის ბოლომდე ამოქმედდება.