“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ” – სენატორები

ამერიკელი სენატორები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს პოლიტიკური ჩიხის დასასრულია.

„საქართველოს პოლიტიკურ ბედს არა მხოლოდ პირდაპირი გავლენა აქვს მოსახლეობაზე, რომლებიც კოვიდ-19-ის კრიზისის შედეგებს განიცდიან პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური სირთულეების გამო, არამედ, წარმოადგენს დემოკრატიის მდგომარეობის ნიშნულს მთელ მსოფლიოში. მიღწეული  შეთანხმება არის ნაბიჯი მოქმედი დემოკრატიისკენ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ, რომ  სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, ააშენონ ქვეყანა“ – ვკითხულობთ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონ სონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ისტორიულ შეთანხმებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მხოლოს ორი – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ხელმოწერა აკლია.

მსგავსი თემები