ჩინური „სინოფარმით“ აცრები 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა ჩინური ვაქცინით აცრას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

„ჩინური „სინოფარმით“ვაქცინაცია სულ რამდენიმე დღეში, 4 მაისიდან დაიწყება. იცით, რომ ქვეყანაში 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა და ის  დასაწყობებულია“ – აცხადებს გამყრელიძე.  

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 29184 პირს ჩაუტარდა. დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1530 ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბოლო 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა და 818 დაინფიცირდა.  

მსგავსი თემები