დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი ამერიკელებს ექნებათ

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ.

დოკუმენტის მიხედვით, იქამდე სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

“ერთად ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ და პანდემიაც დასრულდება. ჩვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები