ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.
“მთლიანად პარკის ჩაკეტვა არ მოხდება, იმიტომ, რომ დღესაც რა მდგომარეობაშიც არის, კონკრეტული იპოდრომის ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება გადასვლა კონკრეტულ მონაცემებზე. ძალიან მაგარი პროექტი იქნება როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. ვულოცავ თბილისს, დღეს სამუშაოები დაიწყო,” – განაცხადა კახა კალაძემ.