“ლარის გაუფასურების ტენდენცია თუ შენარჩუნდება, ეს იმოქმედებს ფასებზე“- კახა კალაძე

  •  

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურებას, დედაქალაქის მერი, მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურება, პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტების ფასზე ჯერ არ ასახულა, თუმცა კალაძე არ უარყოფს, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლებას დაგეგმილი ქმედებების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„ კარგი იქნება, თუ უფრო მეტს ინფორმაციას მივიღებდით ეროვნული ბანკისგან, თუ რა ქმედებებს აპირებს. გაუფასურებას რაც შეეხება ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მიბმული ვართ, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები როგორც თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსზე. გაუფასურება, მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ გაუფასურდება ლარი, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე,“- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები