თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა. მიმდებარე ტერიტორია დატოვეს “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებმაც.
ცოტა ხნის წინ, თსუ-ს ეზოში ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგოებსაც.
„დაგეგმილი გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი, უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით. მოვიდნენ დაიწყეს პროვოკაციები, არავინ რომ არ ავყევით გადმოვიდნენ ხელის დარტყმაზე, გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
თსუ-ს ეზოში სადაც სტუდენტები კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა