„ექიმს იცავს სიცოცხლის იმუნიტეტი, ვინც მას თავისუფლება აღუკვეთა, ავადმყოფობის მხარესაა“ – ლადო კახაძე დაკავებულ ექიმზე

დეპუტატი ექიმები, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ, იზიარებენ მის პრინციპულ პოზიციას რომ სადაც ის დააკავეს, ე.წ. საზღვარი არ არსებობს და მის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ექიმებმა ვლადიმერ კახაძემ და მირიან წიკლაურმა, დეპუტატი ექიმების სახელით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს.

„ექიმს იცავს სიცოცხლის იმუნიტეტი. ამაზე დიდი იმუნიტეტი არ არსებობს. ექიმს იცავს თავისი ფიცი. ამ ფიცზე ზემოთ ფიცი არ არსებობს. ექიმს იცავს მისი მორალი, ზნეობა. ექიმს იცავს მისი გამოვლილი ცხოვრება. ვაჟა გაფრინდაშვილი ამის განსახიერება. დონორი თავისი ცხოვრების წესით. უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გამოხსნილი, მათ შორის არამოკეთეების. ექიმი არ არჩევს მტერს და მოყვარეს, ის სიცოცხლის მსახურია და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. უამრავი ადამიანი ელოდება ვაჟას, იმიტომ რომ ასევე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სიცოცხლის პრობლემა. ანუ, სიცოცხლის ჯანმრთელად გატარების პრობლემა აქვს და ვაჟაშია მისი ხსნა. ექიმის საქმიანობის ხელის შეშლა, ნიშნავს ავადმყოფობის მხარეს დადგომას. ეს საქციელიც, რომელიც დღეს მის მიმართ არის ჩადენილი, ყველა ის ადამიანი რომელმაც ხელყო და აღუკვეთა მას ეს თავისუფლება, არის ავადმყოფობის, დაავადების მხარეს. ეს განსაჯოს მსოფლიომ“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები