,,ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით”- ოხანაშვილი დეკანოიძეს

 

,,ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით,”- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ თავის რიგს დალოდებოდა.

,,ქალბატონო ხატია, თქვენ აქ არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ეს უნდა გაითავისოთ. “ნაციონალური მოძრაობა” არ ხართ დღის წესრიგის განსამზღვრელი. თუ დამშვიდება გინდათ, გაბრძანდით ცოტა  ხანს, დამშვიდდით და შემოდით. არ ესწრებოდით კომიტეტს, მოხვედით და ასე უაპელაციოდ ყველამ უნდა გიყუროთ თქვენ. ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით. მიიღებთ პასუხს პროპორციულად ყოველ ჯერზე, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები