20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ 2 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის მალ­ხაზ მა­ჩა ლი­კაშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლია. ინფორმაციას მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.

“ამ წუ­თას შე­მა­ტყო­ბი­ნეს, ჩემი ალა­ლი ძმის­შვი­ლი, რო­მე­ლიც მყავს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლოდ, მძი­ნა­რე სა­წოლ­ში მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლა­ნის ად­გი­ლას, ამ ბო­რო­ტი სის­ტე­მის მიერ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. ედა­ვე­ბი­ან 225-ე მუხლის მე­ო­რე ნა­წილს. ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვით, დღე­ვან­დე­ლი ნა­ძი­რა­ლა სის­ტე­მა”, – წერს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, დღეს შსს-მ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავა.

მსგავსი თემები