მეუფე პეტრეს საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის  

წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიას დააკისრა.

როგორც წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ვკითხულობთ, ის ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას.

„ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმინდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას“ – ვკითხულობთ განჩინების დოკუმენტში.  

მსგავსი თემები