პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება. სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ რუსულ კანონს მეორე მოსმენით, რომელზეც ამ წუთებში კომიტეტზე მსჯელობენ.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მის გადადებას ითხოვდა, თუმცა ოხანაშვილმა მათ პროცედურული კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცა და პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო.

მსგავსი თემები