ვირუსით 53 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა ქართლი – 428, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 530, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.

მსგავსი თემები