ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირებულ წინა 2 შემთხვევასთანაა კავშირში. ინფიცირებული მამაკაცი 1925 წელსაა დაბადებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დონეზე ფასდება. მამაკაცი ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.

მსგავსი თემები