ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, ევაკუაცია ქუთაისის სკოლაშიც გამოცხადდა

ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში” ევაკუაცია გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მეილზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.

ადმინისტრაციამ სკოლიდან ბავშვები და თანამშრომლები გაიყვანა. შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. პერიმეტრი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები