საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის ეკრანი დაიდგმება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ლუქსემბურგის თამაშის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება დიდი ეკრანი და მოქალაქეებს შეეძლებათ ნაკრებს უგულშემატკივრონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის და განთავსდება კვების ობიექტებიც.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკის მოდენაზე გავაკეთოთ ძალიან დიდი ეკრანი სადაც გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შეხვედრის ყურების პირდაპირ ეთერში, გარდა ამისა, ბავშვებისთვის იქნება სხვადასხვა სივრცეები მოწყობილი, კვების ობიექტები იქნება განთავსებული და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ შეხვედრის ყურების, სტადიონზე მოხვედრის, რაღაცნაირად შევუმსუბუქებთ მდგომარეობას, მესმის, სტადიონზე ყოფნა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც რაოდენობაზე მეტს ვერ იტევს ჩვენი სტადიონი, გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – თქვა კახი კალაძემ.

მსგავსი თემები