ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ ბათუმში კერძო სკოლა “პროგრესში”. დაწყებულია მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაციის პროცესი. შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ტელეფონით შევიდა.
ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს.