ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე კი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

,,მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა,” – აცხადებენ კლინიკაში.

მეორე პირი კი, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად ღამით დაიღუპა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

მსგავსი თემები