ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ვირუსით სულ 2 214 861 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 564 525 გამოჯანმრთელდა.
პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (34 575) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (22 745), მესამეზე კი -ესპანეთი (19 613).