ხანძარი ბათუმში – მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა.

ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად  მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა, ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

მსგავსი თემები