შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.  აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს, რომ მათ ცეცხლი გახსნეს, აზერბაიჯანი კი იძულებული გახდა, საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

„11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან  ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კი შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს“ – აცხადებს აზერბაიჯანის მხარე და დასძენს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჰყავს დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც.

მსგავსი თემები