„დღე დიდი მშვიდობის დასაწყისისა“ – შობას გილოცავთ

“დღე დიდი შერიგების, დიდი მშვიდობის დასაწყისისა…. თუ დიდი ტკივილი და განსაცდელი შეგხვდათ ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის და ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი. მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავალი გზის საჭირო მონაკვეთი რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

„მედიაცენტრი თავარი“ გილოცავთ შობის დღესასწაულს. სიკეთე, სიყვარული, ღმერთი იშვას ჩვენს გულებში, აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში!

მსგავსი თემები