სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა.

აღნიშნული განცხადება ქავარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!”, – წერს სოფიო ქაცარავა.

უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის არიან: სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

მსგავსი თემები