გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთიდან გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთიდან გამოშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს.

„უკრაინის საჰაერო ძალებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურეს მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ტერიტორიაზე, ხერსონისა და კიევის რეგიონებში“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები