,,ღვთაებრივი ძროხა”- მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

,,ღვთაებრივი ძროხა… ძროხა არის რომელსაც სიწმინდედ უნდა მიუდგე და ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით და შენ ამათთან მიმართებაში არ უნდა გქონდეს პროტესტი, როცა არასწორად მოქმედებენ”, – ამ სიტყვებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი ჟურნალისტებს მოიხსენიებს.

მეუფე სტეფანეს განცხადებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურმა გამოთქვა სამართლიანი უკმაყოფილება იმაზე, რომ ანტიეკლესიური პროპაგანდის შედეგად, ადამიანებს მოეხსნათ ღვთის წინაშე შიში.

,,როცა საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურმა გამოთქვა სამართლიანი უკმაყოფილება იმაზე, რომ ანტიეკლესიური პროპაგანდის შედეგად, ადამიანებს მოეხსნათ ღვთის წინაშე შიში და ასეთი საქციელის ჩადენა, როგორიცაა მივარდნა სადღაც მონასტერში და იქ ძარცვა და საშინელი ქმედებების ჩადენა, ამის შესაძლებლობა რომ რაღაცნაირად ნებადართული გახდა მასმედიის მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდის შედეგად – რა ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს ასეა?! თვითონ ეკლესიაზე ცუდს, რომ ლაპარაკობენ და ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობენ ადამიანებს, ეს არაფერი და თუ ვინმემ თქვა, რომ მასმედია აღვივებს ძალადობის მიმართულებით რაღაც ქმედებებს, გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავ თურმე. ის, რომ თავს გესხმის და ტყუილ-მართალს ერთმანეთში აურევს და შეტევას განახორციელებს და ხალხში ძალადობის განწყობას ქმნის, რომელმაც იმ მონასტერში ძალადობა გამოიწვია, ეს თურმე გამოხატვის თავისუფლებაა,”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს განცხადებით, ლეგიტიმაცია სახალხო დამცველის სიტყვის უქმდება, თუ ხალხის 90% სახალხო დამცველის მიერ არის შეურაცხყოფილი.

,,სახალხო დამცველი ნიშნავს, რომ ხალხის აღიარებულია თავის დამცველად და ისე, რომ დაარქვა სახალხო დამცველი და ის ვიღაცის ინტერესებს იცავდეს და თავისი ხალხის მიმართ ჰქონდეს აბსულუტური მიუღებლობა. ვინც არ უნდა აირჩიონ, თუ არ იყო ხალხისგან აღიარებული თავის დამცველად, ის იქნება ენჯეო, რომელიც არის თავისთვის, რომ ვიღაცის ინტერესები გაატაროს,”- აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები