„სამედიცინო პერსონალი სუსტ წერტილია, მოგვიწევს ამ შემოტევასთან გამკლავება. მთავარია, ეს ტალღა არ იყოს ცუნამი“ – აკაკი ზოიძე

„ყველა იმ ნიშნით რაც ჩანს, ჩვენ ცუნამი უკვე ავიცილეთ თავიდან“, , აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი აკაკი ზოიძე. მისი შეფასებით, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა შორის სამედიცინო  პერსონალიც იქნება, თუმცა, ამ შემოტევას გავუმკლავდებით.  

„ჩვენთანაც, ყველაზე სუსტი წერტილი იქნება სამედიცინო პერსონალი. იტალია და ესპანეთი მათ გმირობას ტაშს უკრავს და ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა. ხვალ არის დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც მართლა გმირულად იბრძვის და მე მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ეპიდემიოლოგს, ექიმს, ექთანს, სანიტარს. ასევე, მოხალისეებს, სტუდენტებს, ყველას ვინც ჩართულია და კიდევ უფრო მეტი, ვინც ჩაერთვება. რაც არ უნდა გადავწიოთ ჩვენ ეს პიკი, სადღაც 10 დღეში თუ 2 კვირაში მაინც მოგვიწევს ამ შემოტევასთან თუ ტალღასთან გამკლავება. მთავარია ეს ტალღა არ იყოს ცუნამი. ყველა იმ ნიშნით რაც ჩანს, ჩვენ ცუნამი უკვე ავიცილეთ თავიდან“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისივე შეფასებით, სამედიცინო პერსონალი რისკის ზონაა.

„სამედიცინო პერსონალი აუცილებლად დაავადდება, რადგან მაღალი რისკის ქვეშ არის და უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება, რომელიც ადვილი არ არის. აუცილებელია რეზერვების გეგმები არსებობდეს. პირველი ეშელონის საავადმყოფოებში ეს გადამზადება დაწყებულია, მაგრამ, ვნახოთ როგორ მოხდება პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბება. ეს ჩვენ იტალიაზე და ესპანეთზე უკეთესი გვაქვს, რადგან გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები ჯანდაცვის სისტემაში“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი თემები