,,ევროპა უნდა გააქტიურდეს და უკრაინას მეტი დაფინანსება გამოუყოს”- გრანტ შაფსი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსის განცხადებით, ევროპა უნდა გააქტიურდეს, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს.

,,დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიდერობს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების პაკეტით და შეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკისთან, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეთანხმებით. ახლა არამხოლოდ ამერიკა, არამედ ევროპაც უნდა გააქტიურდეს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები