“მოლაპრაკებების პროცესში ჩართულები არიან უხუცესები” – სიტუაცია პანკისში განმუხტულია

  •  

ეთნიკური ქისტები დღის ბოლოს სოფელ მატნის დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შეხვედრს გამართავენა და მხარეები შერიგდებიან. 

მოლაპრაკებების პროცესში ჩართულები არიან პანკისის ხეობის უხუცესები, ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობდნენ.

მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

როგორც ადგილობრივები ყვებიან დაპირიპირების მიზეზი, მატანში მცხოვრები ახალგაზრდის მიერ სოფელ დუისში ქათამის დაეჯახაბას მოჰყვა.

პანკისში ხეობაში მომხდარი დაპირისპირება ამ დროისთვის განმუხტულია. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ეთნიკური ქისტები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ დღის ბოლოს სოფელ მატნის დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შეხვედრა შედგება და მხარეები შერიგდებიან. 

მსგავსი თემები