,,დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ.

მისი თქმით, 3+3 ფორმატს დიდი პერსპექტივები აქვს.

,,ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ.  მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმებების მოძიებაზე, არამედ მათი გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობაზე, ასევე ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები