,,იწვა, მწოლიარე, მდგომარეობაში იყო, მეტყველება არ უჭირდა”- სახალხო დამცველი სააკაშვილზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ  განცხადებას აკეთებს. იოსელიანიას თქმით, მისი მანდატი სამედიცინო შეფასების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა.

,,თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ექიმები არ იყვნენ გუშინ და მათთან არ მქონია ურთიერთობა. მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას კიდევ გავაგრძელებთ.

მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე, მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით… როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით წონაში, რომ დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა. მე ვერ შევაფასებ მის მდგომარეობას. დამხვდა მწოლიარე, ვისაუბრეთ ნორმალურად, რა თქმა უნდა, არის გამხდარი იმასთან შედარებით რაც იყო, ეს მგონი ცხადზე ცხადია. ამის იქით ყველა ჩემი შეფასება იქნება არასწორი, რადგან ჩემი მანდატი სამედიცინო შეფასების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა, მათ შორის არც ჩემი ცოდნა.

კონსილიუმის წევრებთან ვაპირებ შეხვედრას და მათთან ერთად განვიხილავ და გავარკვევ მათ რა გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ეს მათი პრეროგატივაა.”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები