,,ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს” – ბენ ჰოჯესი

ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამას ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ამ ომს – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ყირიმზე შეტევა სავარაუდოდ არ მოხდება.

„ყოველი რუსული ხომალდი, ყოველი რუსული თვითმფრინავი, ყოველი შტაბ-ბინა, ყველა რაკეტის გაშვების ადგილი, ყველა საჰაერო ძალების ბაზა. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტია იზოლაცია – ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. პირველი არის უკანონოდ აღმართული ქერჩის ხიდი. და მეორე არის ე.წ სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ორივე გზის გაჭრა. ზუსტი ცეცხლით შორი მანძილიდან“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი თემები