,,გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატების თქმით, მიუღებელია “გზავნილი” იმის შესახებ, რომ “მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია”.

,,ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება,”- ნათქვამია განცხადებაში.

,,აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები