კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტთა რაოდენობა 912-ია

  •  

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528. 

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – 1.

სულ,  6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.

მსგავსი თემები