დუდას თქმით, რომ პოლონეთის შს ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურებს დაიწყებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურების გატარებას დაიწყებს.

„გადავწყვიტე შეწყალების პროცესის დაწყება. მინდა, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და სამართლებრივი სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეწყალების თხოვნით მას დაპატიმრებული პოლიტიკოსების მეუღლეებმა მიმართეს.

პოლიტიკოსები მიმდინარე კვირას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს.

მსგავსი თემები