ევროკომისარის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა – „პოლიტიკო“

„პოლიტიკო“ ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასდროს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად. სხვათა შორის, ნატო მკვდარია და ჩვენ წავალთ, დავტოვებთ ნატო-ს,“ –ევროკომისარ ტიერი ბრეტონის თქმით, უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს.

მისივე თქმით, ტრამპმა მაშინ თქვა, რომ “ნატო მკვდარია” და აშშ დატოვებს მას.

“და სხვათა შორის, თქვენ ჩემი ვალი გაქვთ 400 მილიარდი დოლარი, რადგან არ გადაიხადეთ, გერმანელებო, რაც უნდა გადაეხადათ თავდაცვისთვის”, – განაცხადა ტრამპმა ბრეტონის თქმით.

 

მსგავსი თემები