ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი მარნეულში – ბრალდებული დაკავებულია

სოციალურ ქსელში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. კადრების გავრცელების შემდეგ, მარნეულის პოლიციასთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ.

ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

მარნეულის პოლიციის უფროსის, გიორგი ნავროზაშვილის განცხადებით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აღნიშნული პირი უკვე დაკავებულია, სსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე ძაღლი ნანახი ვერ იქნა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენ დეტალებზე პრესცენტრი გააკეთებს კომენტარს“, – განაცხადა გიორგი ნავროზაშვილმა.

მისივე  თქმით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ცხოველი დაიღუპა.

მსგავსი თემები