„იარაღის ტარების უფლება ყველას უნდა ქონდეს და ამაზე უარის თქმა მონობაა“ – რატომ შედის „გირჩი“ პარლამენტში?!

  •  

„გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, პარლამენტი მათ რა შესაძლებლობასაც აძლევს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მათ შორის, ერთ-ერთი, რის გამოც „გირჩი“ საკანონმდებლო ორგანოში შევა, იარაღის ტარების უფლების გამოყენებაა.

„უფლებებს გამოვიყენებთ, არ გამოვიყენებთ მატერიალურს, ის ინფრასტრუქტურა ჩვენთვის არის შექმნილი პარლამენტში. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ასევე, გამოვიყენებთ იმ უფლებებს, რომლებიც გვგონია, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, იარაღის ტარების უფლება, ამაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, საერთოდ მონობაა.  გამოვიყენებთ ასევე იმუნიტეტს, რადგან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კაცმა არ იცის, ვინ რა ჭკუაზე იქნება ქვეყანაში, ესეც პრაგმატული უფლებაა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„გირჩს“ ასევე სურვილი აქვს, პარლამენტში სტუდია მოიწყოს.

„მინდა, რომ იქ სტუდია მოვაწყო და იქიდან „პოდკასტები“ გავაკეთო, თუ ამის ინტერესი იქნება.  ერთად დავინახავთ, რამდენად მისაღები აღმოჩნდება თანამშრომლობის და ურთიერთობის ასეთი ფორმა“ – აცხადებს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

მსგავსი თემები