შაქარაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძე გამოიკითხებიან

სასამართლო პროცესები მცხეთასა და თბილისში – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, ერთდროულად, ორი სხდომა ტარდება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ, ამ საქმეზე განაჩენი ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს.

რაც შეეხება, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს, რომელთა პროცესიც თბილისში მიმდინარეობს, იგეგმება მოწმეების მათ შორის მთავარი მოწმეების გამოკითხვა.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძეც.

მსგავსი თემები