კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

საკანონმდებლო ორგანოში ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულია კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი ზარქუა.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსი სამ დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები