ნისლი, ქარბუქი, თოვლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 12 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).

“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები