“არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო. აფერუმ ძმაო, შენს კაცობას!” – დავით გადელია

აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

“ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია. ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო- თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ – “არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!” აფერუმ ძმაო შენ კაცობას!”, – აცხადებს დავით გადელია.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9f%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%90/

მსგავსი თემები