აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-მა რუსეთს ჩამოართვა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. სტატუსი რუსეთს აძლევდა საშუალებას, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.

„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები