„ომიკრონი“ ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც მოზრდილებში

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა გავრცელება საქართველოშიც დაიწყო. როგორც პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ვირუსი ბავშვებსა და დიდიბს არ ანსხვავებს და თანაბრად ვრცელდება. პედიატრი თემურ მიქელაძე კი ამბობს, რომ „ომიკრონი“ ბავშვებშიც ჩვეულებრივ გავრცელდება.

„კვლევა, რა სისწრაფით ვრცელდება „ომიკრონი“ ბავშვებში“ მწირია რადგანაც, შტამი ახალი დაფიქსირებულია. ევროპასა და ამერიკაში, ამ მიმართულებით კვლევა ცოტაა. ძირითადად ვეყრდნობით სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კვლევას. არსებული კვლევების მიხედვით, ბავშვებში ომიკრონის ვირისის მიმდინარეობს ისეთივე, სისწრაფით და ჩვენებებით, როგორც მოზრდილებში. არ არის მძიმე და უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე გრიპს“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება პედიატრ თემურ მიქელაძე, როგორც მან გვითხრა, „ომიკრონის“ ბავშვებში გავრცელებას ვერაფერი შეაკავებს.

კორონავირუსთან მიმართებით, ბავშვების ფენა ყველაზე არაიმუნურია. ეს მთელს მსოფლიოში ასეა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ეს ჯგუფი მოწყვლადია და ალბათ ბავშვებშიც გავრცელდება“ – აცხადებს თემურ მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონის“ ათეულობით  შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე ათეულზე კი კვლევა გრძელდება.

 

მსგავსი თემები