„ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ქვეყნის გარუსებას“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტის სხდომას ესწრება. ეს გადაწყვეტილება კი მაშ შემდეგ მიიღეს, რაც მმართველმა გუნდმა სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიტანა. „ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო „ქართული ოცნება” კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი და ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„როგორც კი ნახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში, მოდი დრო ვიხელთოთ და სწრაფად მივიღოთ ეს კანონიო. ესენი ამას გააკეთებენ. ყველამ ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ამ კანონის მიღებას, ქვეყნის გარუსებას. დაყოფას უნდა მოვრჩეთ ყველა სფეროში. არასამთავრობო სფეროში, პოლიტიკასა და მედიაში. ვაპირებთ ბრძოლას და მოქმედებას. მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტი. მოყვანილი ჰყავთ ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლები, გდდ-ს თანამშრომლები, იმიტომაც არის, რომ დადიან აჯაჯულ-დაჯაჯულები. ეს ხალხი კონსტიტუციას არღვევს, როცა რუსული კანონი შემოაქვთ“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა პარლამენტში.

მისივე შეფასებით, ამ კანონს ამერიკულად არავინ კითხულობს მმართველი გუნდის გარდა.

„ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო “ქართული ოცნება” კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?! სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს, რომ დავუპირისპირდე“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები