პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდება იმის დადგენა, რამდენად შეესაბამება ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საქართველოს კანონმდებლობას.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე პარლამენტს 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

მსგავსი თემები