“მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო, თუ მათ ინტერესში შედის მისი ციხიდან გამოყვანა” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განსახილველი თემა იყო ნიკა მელიას საკითხი. 

როგორც პრემიერმა განაცხადა, მან შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა.

“საკითხები, რომელიც გუშინ შეხვედრაზე იყო განხილული, არის ის საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენი პოზიცია მინდა კიდევ საჯაროდ დავაფიქსირო, რომ საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში.

მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო და თუ მათ ინტერესში შედის მისი ციხიდან გამოყვანა, ასეც მოხდეს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მსგავსი თემები