ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის საკრებულოს წევრს „პატრიოტთა ალიანსი“ დაატოვებინეს

ხაშურის საკრებულოს წევრს, “პატრიოტთა ალიანსიდან”, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტია დაატოვებინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ინგა გრიგოლია ავრცელებს და პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს  მადლობას უხდის.

„დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,,რიგები ამ კაცს,მას მერე ,რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი – ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია. ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ -,, ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება,- ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ“, – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხაშურის საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლია უცენზუროდ მოიხსენია.

,,ინგა გრიგოლია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ! გავიმეორებ ათასჯერ!” – დაწერა სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე სიმონიშვილმა.

სიმონიშვილმა გრიგოლია უცენზუროდ და ქვეყნის მტრად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ჟურნალისტს გადაცემაში შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული.

მსგავსი თემები